ურთულესი ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ მარიამმა პირველად დაინახა თავისი "ახალი სახე" (ვიდეო) - მშობლები

ურთულესი ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ მარიამმა პირველად დაინახა თავისი "ახალი სახე" (ვიდეო)

2025-03-26 19:12:28+04:00

16 წლის მარიამ კოხრეიძეს უკვე მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს. გოგონა მრავალშვილიანი ოჯახიდან დანტესის სახელით ცნობილმა ქველმოქმედმა - დავით ოქროპილაშვილმა გააცნო საზოგადოებას და მედიკოს მედეა იობაშვილთან ერთად წამოიწყო მოძრაობა მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაიმჯობესებლად. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.

თურქეთში ორი ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება. თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას.

"სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე... სრული ტრანსფორმაცია... შოკში ვართ ყველა... უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში..." - წერდა დანტესი ოპერაციის შემდეგ.
485388288-1170276217890325-8183208999403916720-n-1742484417.jpgmariam-1742484166.png
გოგონა რეაბილიტაციის პროცესს გადის. დღეს გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, ოპერაციიდან 6 დღეში მარიამმა როგორ მოკრა შემთხვევით თვალი თავის ახალ გარეგნობას.