პირველად ვარსკვლავის ახალ რომანზე საუბარი გასული წლის ზამთარში დაიწყეს. 2024 წლის იანვარში გავრცელდა ხმები, რომ მერილ სტრიპმა რომანი კომიკოს მარტინ შორთთან გააბა. საუბრობდნენ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს სერიალ „მკვლელობები ერთ შენობაში" გადაღების დროს დაუახლოვდნენ. მათი გმირების ურთიერთობა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.
ჭორებს უფრო მეტი არგუმენტი გაუჩნდა, როდესაც წყვილი „ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე ერთად გამჩნდა - ისინი სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოგრაფებისთვის და ერთ მაგიდასთან ისხდნენ. მაშინ კომიკოსის აგენტმა განაცხადა, რომ არანაირი საიდუმლოება არ არსებობს - მსახიობები მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. მერილსა და მარტინს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ ურთიერთობა, მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ შეყვარებულები ქორწილისთვის ემზადებიან.
ინსაიდერების თქმით, სტრიპი და შორტი პატარა ცერემონიას სამხრეთ კალიფორნიაში გეგმავენ და უკვე ათვალიერებს პოტენციურ ადგილებს ზეიმისთვის.
„ისინი ერტად სტუმრობენ სანტა-ბარბარას და მიმდებარე ღვინის რეგიონებს, ასე რომ ეს ადგილი აუცილებლად იქნება ლიდერი ქორწილის ადგილის არჩევისას. ორივეს ძალიან მოსწონს კურორტი მონტესიტოსთან ახლოს. ეს საოცარი ადგილია ქორწილისთვის, ხოლო კურორტი სახელგანთქმულია თავისი კონფიდენციალურობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარტი და მერილისთვის, რადგან ორივე ძალიან იცავს პირად ცხოვრებას ყვითელი პრესისგან", - ამბობს ინსაიდერი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი არ გეგმავს გრანდიოზულ ქორწილს, ეს მაინც ძალიან გახმაურებული მოვლენა გახდება. სტუმრებს შორის იქნებიან ტომ ჰენქსი, რიტა უილსონი, სტივ მარტინი, სელენა გომესი, შერი, ვიოლა დევისი და ტრეისი ულმანი. გარდა ამისა, სტრიპსა და შორტს ერთად შვიდი შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავთ. ასე რომ, წყაროს თქმით, საბოლოო სტუმართა სიაში „სულ მცირე 50 ადამიანი იქნება, თუ მეტი არა".
ბევრისთვის მათი რომანი სრული მოულოდნელობა იყო, ასევე თვით ვარსკვლავებისთვის. საუბრობდნენ, რომ მათგან არცერთი არ ეძებდა ურთიერთობას იმ მომენტში, როდესაც შეხვედრა დაიწყეს. თუმცა, მერილის გარემოცვიდან ერთი ადამიანის თქმით, შეუძლებელი იყო არ შეჰყვარებოდა მარტინი, რადგან იგი ძალიან ყურადღებიანი იყო მის მიმართ და აცინებდა. ვარსკვლავების ახლობლები სრულად უჭერენ მხარს მათ კავშირს და ძალიან მოხარულები არიან.
მაგრამ იქამდე, სანამ ქორწილის დაგეგმვას დაიწყებენ, მერილმა ჯერ ოფიციალურად განქორწინება უნდა გააფორმოს დონ გამერთან, რომელსაც 2017 წელს ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე დაშორდა. მეუღლეები თითქმის 40 წელი იყვნენ ერთად. ბევრისთვის ეს ამბავი ნამდვილი შოკი იყო ვინაიდან მათი წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა.
მარტინისთვისაც ქორწილი მერილთან მეორე იქნება. 2010 წელს მისი მეუღლე ნენსი დოლმანი, რომელთან ერთადაც 30 წელი იცხოვრა, საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა.