მათემატიკა ყველგან გვჭირდება მაღაზიაში, სამზარეულოში, მოგზაურობაში და თუნდაც სპორტში. მიუხედავად ამისა, ბევრ ბავშვს ეს საგანი უძნელება და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მათემატიკა შეიყვაროს?
რა არის მათემატიკური წიგნიერება?
მათემატიკური წიგნიერება მხოლოდ ფორმულების ცოდნა ან გამოკლების და გაყოფის შესრულება არ არის. ეს არის მათემატიკური ცოდნის გამოყენების უნარი რეალურ ცხოვრებაში. იგი გულისხმობს შემდეგ უნარებს:
- რიცხვითი წიგნიერება: რიცხვებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების გაგება
- ლოგიკური აზროვნება: ინფორმაციის ანალიზი და დასკვნების გამოტანის უნარი
- სივრცითი აზროვნება: ფორმებისა და მასშტაბების გაგება
- ფინანსური წიგნიერება: ბიუჯეტის დაგეგმვისა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- სტატისტიკური აზროვნება: მონაცემების ანალიზისა და გრაფიკების გაგების უნარი
მათემატიკური უნარების განვითარება სხვადასხვა ასაკში
1-6 წლამდე: თამაშით რიცხვების სწავლა
- ერთად თვლა: სათამაშოები, ღილაკები, ვაშლები
- საგნების დახარისხება ფერის, ფორმისა და ზომის მიხედვით
- გაზომვების სწავლა (დიდი, პატარა, მარალი, დაბალი)
- ფორმების შესწავლა
- „მეტი" და „ნაკლები" ცნებების გაცნობა
7-10 წლამდე: ყოველდღიური ცხოვრებიდან მიღებული გამოცდილება
- მაღაზიაში შოპინგი
- კულინარიაში მათემატიკის გამოყენება
- სიმეტრიის გაგება
- მაგიდის თამაშებით სწავლა
- დროის მართვა
11+ წლის ასაკში: ანალიტიკური აზროვნების განვითარება
- ფინანსების კონტროლი
- სპორტში მათემატიკის გამოყენება
- გრაფიკებისა და დიაგრამების გაგება
- დროის დაგეგმვა
- ზომების შედარება
ფუნქციონალური წიგნიერების გაუმჯობესება
მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს დაეხმარონ მათემატიკის პრაქტიკულ გამოყენებაში:
- მაღაზიაში ფასების შედარება
- ბიუჯეტის დაგეგმვა
- სახლის რემონტსა და ავეჯის გადაადგილებაში ჩართვა
- დროის მართვა
- საკვების მომზადებისას წილადების სწავლა
- სპორტულ აქტივობებში გაზომვები
- მოგზაურობის დაგეგმვა
მათემატიკა მხოლოდ სასკოლო საგანი კი არ არის, არამედ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარია. თუ ბავშვი ხედავს, რომ შეძენილ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებს, მისი სწავლის მოტივაცია იზრდება. მათემატიკური და ფუნქციონალური წიგნიერების განვითარებით თქვენ ეხმარებით ბავშვს გააკეთოს გააზრებული არჩევანი, გაანალიზოს ინფორმაცია და გაიცნოს რიცხვების სამყარო.