ერთ-ერთი გარდაცვლილის - ლუკა ებრალიძის ნათესავი AMBEBI.GE-ს უყვება:
"არ ვიცით, ეს უბედურება როგორ მოხდა, საჭესთან ლუკა მჯდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა ნასვამი არ ყოფილა, საერთოდ არ სვამდა... ლუკა იყო სანათესაოს სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება ბიჭი. არ იცით, ეს რამხელა
შოკია ჩვენთვის.ლუკას ავტომანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.ზოგადად, გიჟდებოდა სამეგობროზე. ლუკას სახლი ლანჩხუთშიც აქვს და როცა ჩამოდიოდა, სულ დედულეთისკენ - ქუთაისისკენ და სამეგობროსკენ მიეჩქარებოდა. მისი გარდაცვლილი მეგობრები თენგო და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისელები არიან, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ...