"ხათუნამ ცოტა დააგვიანა დაფეხმძიმება და წმინდა ნიკოლოზს შევავედრე... კანონზიმიერია, რომ გოგო გაჩნდა. დედის სითბო სულ მაკლდა. ბებიამ გამზარდა..." - ზურა ხაჩიძე - მშობლები

"ხათუნამ ცოტა დააგვიანა დაფეხმძიმება და წმინდა ნიკოლოზს შევავედრე... კანონზიმიერია, რომ გოგო გაჩნდა. დედის სითბო სულ მაკლდა. ბებიამ გამზარდა..." - ზურა ხაჩიძე

2025-03-28 12:15:42+04:00

ზურა ხაჩიძე გადაცემა "დღის პოსტში" იხსენებს მეუღლის დაფეხმძიმების პერიოდს. როგორც ცნობილია, როდესაც ზურამ ხათუნა ჟორდანია მოიყვანა, მას უკვე ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - ნინი ქარსელაძე. ზურასთან კი საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე შეეძინა.

"ხათუნამ ცოტა დააგვიანა დაფეხმძიმება... ნიკოლოზობა იყო, წირვაზე ვიყავი და წმინდა ნიკოლოზს შევავედრე მისი დაფეხმძიმება... ამ დროს ტაძარში მირეკავს ხათუნა, და მეუბნება რომ ფეხმძიმედაა… მეგონა, ბიჭი იქნებოდა და ნიკოლოზი უნდა დამერქმია... დაიბადა ანასტასია. მადლობა ღმერთს მისთვის... გოგოები მამებისთვის განსაკუთრებულები არიან... მე მით უმეტეს, აღარ მოვყვები დეტალურად ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ყოველთვის მაკლდა დედის სითბო. ბებიამ გამზარდა. 8 თვის ვიყავი, მამა და დედა რომ გაშორდნენ. ალბათ კანონზიმიერია, რომ გოგონა მეყოლა, რომლისგანაც მეტ სიყვარულს მივიღებდი... " - ყვება ზურა.

მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!! თქვენ ერთხელ უკვე სცადეთ ჩემი მოკვლა, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე! - ხათუნა ჟორდანია
აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში. ქეთა თოფურიაზეა საუბარი... ქეთა მაშინ ძალიან პატარა იყო - ხათუნა ჟორდანიას გულახდილი ნაამბობი პირად ცხოვრებაზე და შვილებზე