66 წლის ქალმა მეათე შვილი გააჩინა -  რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე? - მშობლები

66 წლის ქალმა მეათე შვილი გააჩინა -  რას ამბობენ ექიმები უიშვიათეს შემთხვევაზე?

2025-03-28 19:24:47+04:00

გერმანიაში 66 წლის ქალმა, ხელოვნური განაყოფიერების გარეშე მე-10 ბავშვი გააჩინა. ალექსანდრა ჰილდებრანდტი ამბობს, რომ ამ ასაკში დაორსულებისთვის მას არ გამოუყენებია არანაირი მედიკამენტი და ბუნებრივად დაორსულდა.

ბავშვი მან საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა. ახალშობილს ფილიპი დაარქვეს, ის 3.5 კილოგრამს იწონიდა.

"დიდი ოჯახი მხოლოდ რაღაც სასიამოვნო კი არა, არამედ, ბავშვების სწორად აღზრდისთვის უმთავრესიცაა", - ამბობს ქალი, რომლის უფროსი შვილიც 46 წლისაა, ხოლო ფილიპამდე ყველაზე უმცროსი - 2 წლის.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელ ადამიანად აღწერს, რომელიც რეგულარულად ცურავს და სეირნობს, მის ასაკში ორსულობის შანსები ძალიან მცირეა.

განაგრძეთ კითხვა