"მელანომის დიაგნოზი დამისვეს... სასწრაფოდ საოპერაციო გავხდი..." - თიკა ჯამბურია გადატანილ განსაცდელზე ალაპარაკდა - მშობლები

"მელანომის დიაგნოზი დამისვეს... სასწრაფოდ საოპერაციო გავხდი..." - თიკა ჯამბურია გადატანილ განსაცდელზე ალაპარაკდა

2025-03-30 17:55:30+04:00

მომღერალი და უკვე შეფმზარეული თიკა ჯამბურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი კაფე გახსნა, სოციალურ ქსელში მოულოდნელად ალაპარაკდა განვლილ განსაცდელზე. მისი მონათხრობის თანახმად, ცოტა ხნის წინ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თიკას თქმით, ეს განსაცდელი გადალახა და ის იარაც შეიყვარა, რომელიც ხელზე დარჩა.

- უკვე წარსული ამბავია, უბრალოდ საჯაროდ არ მილაპარაკია აქამდე, არ მინდოდა, აჟიოტაჟი გამომეწვია... კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, არაფერი საშიშროება არ მემუქრება... ალბათ დადგება დრო, როცა ვრცლად მოვყვები ამ ამბავს...

ბოლო პერიოდში თიკა ჯამბურია აქტიურად გამოჩნდა ასპარეზზე. საზოგადოებას თავი გააცნო, როგორც შესანიშნავმა კულინარმა და საკუთარ საქმეს ჩაუდგა სათავეში. გარდა ამისა, ბოლო წლებში მკვეთრად დაიკლო წონაში, შესანიშნავ ფორმაშია და სტიმულს აძლევს სხვებსაც, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.

467609707-10160028150740163-8080732270098945418-n-1743343863.jpg

485308707-10160525333830163-9004874643602659469-n-1743343864.jpg

ცნობილი ბიზნესმენი და ოთხი შვილის მამა ბექა ხოფერია მესამ ცოლს დაშორდა - მისი ახალი რჩეული ირაკლი ალასანიას ყოფილი რძალია