ინგლისში დედების დღე აღნიშნეს და ამ დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. მან საარქივო ფოტოები და შემდეგი ტექსტი მიუძღვნა მეუღლეს და 4 შვილის დედას ვიქტორიას, ასევე დედამისს და სიდედრს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი საოცარი ქალია ჩემ გარშემო, რომლებიც ყველაზე საუკეთესო დედები არიან. თქვენგან ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ... გილოცავთ დედის დღეს".
ვიქტორია და დევიდი მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნევიან. მათ ცოტა ხნის წინ თანაცხოვრების 25 წლის იუბილე აღნიშნეს და კიდევ ერთხელ უამბეს მსოფლიოს, როგორ უფრო და უფრო უყვარდებათ ერთმანეთი წლებთან ერთად. ”ალბათ უფრო შეყვარებული ვარ, ვიდრე პირველი შეხვედრისას“, - თქვა ვიქტორიამ.
სხვათა შორის, იუბილეზე წყვილს 25 წლის წინანდელი კოსტიუმები ეცვა.