10 მკაცრი წესი, რომელთა დაცვაც ქალებს არაბულ სამყაროში უწევთ - მშობლები

"ქმრის ნებართვის გარეშე, ექიმთანაც ვერ მივლენ" - 10 მკაცრი წესი, რომელთა დაცვაც ქალებს არაბულ სამყაროში უწევთ

2025-03-31 11:02:43+04:00

არაბული სამყარო ქალებს ხშირად ძალიან მკაცრ აკრძალვებს უწესებს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში გაზრდილი ადამიანებისთვის წარმოუდგენლად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაბი ქალების ყოველდღიურობა შეიცვალა და უფლებების თვალსაზრისითაც წინსვლა აქვთ, მაინც რჩება ისეთი წესები, რაც მათ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს. აი, რა აკრძალვები მოქმედებს ქალებისთვის:

რაიმეს გაკეთება ქმრის ნებართვის გარეშე

არაბ ქალებს ხშირად დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. ქალმა, 18 წლის იქნება თუ 50-ის, ნებართვა მაინც მამაკაცს უნდა სთხოვოს. ეს ეხება როგორც განათლებას, ასევე ექიმთან მისვლას და სხვა საჭირო, მარტივ პროცედურას. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში, რომელიც ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა მიიღო, ქალი წერდა, რომ მისი და ქმარმა მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ წიგნის მაღაზიაში მისი ნებართვის გარეშე წავიდა. აღსანიშნავია, რომ არაბულ ქვეყნებში ქალების განათლება ოჯახის მამრობითი სქესის წევრების შესაძლებლობებსა და შეხედულებაზეა დამოკიდებული.

იმის გაკეთება, რაც "კაცის საქმეა"

არაბი ქალებისთვის სარემონტო მასალების შესარჩევად, სურსათის საყიდლად დამოუკიდებლად წასვლა, მძიმე ჩანთების ტარება, როგორც წესი, აკრძალულია. ითვლება, რომ ეს მამაკაცის საქმეა. ზოგადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალის მძიმე ფიზიკური შრომა მიუღებელია.

ქმრის გარეშე, მარტო სეირნობა

არსებული შეხედულების მიხედვით, თავმოყვარე არაბი ქალი სასეირნოდ მარტო არ უნდა წავიდეს. მას გვერდით ქმარი, მეგობარი ან ბავშვები უნდა ახლდნენ. ეს წესი, რა თქმა უნდა, არც ისე მკაცრია, როდესაც საქმე სამსახურს ან მეგობრებთან სტუმრობას ეხება. მაგრამ, თუ საყიდლებზე სიარულზე ან უბრალოდ მარტო გასეირნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში, არსებული წარმოდგენების მიხედვით, ქალის მიმართ ნეგატიური განწყობა იქმნება.

სხვა მამაკაცთან შეხება

ახლო მეგობარს შესაძლოა, ზოგჯერ ვეხუტებით, ვკოცნით, სითბოს გამოვხატავთ - არაბულ სამყაროში სხვა მამაკაცთან შეხება სასტიკად აკრძალულია. ამან შესაძლოა, გარკვეული ეჭვები გააჩინოს. ეს ტრანსპორტში არსებულ სიტუაციასაც ეხება. მაგალითად, მატარებლებში არის სპეციალური ვაგონები, რომლებშიც მხოლოდ 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ გადაადგილება. იმ ვაგონებში კი, სადაც ზრდასრულები არიან, ქალები ისე ცდილობენ დადგომას, რომ მამაკაცის შეჯახება თავიდან აირიდონ. ეს წესი მამაკაცებმაც შესანიშნავად იციან და ამიტომაც, ისე ცდილობენ ადგილის გათავისუფლებას, რომ უცხო ქალთან შეხების საშუალება არ ჰქონდეთ.

ფლირტი სხვა მამაკაცებთან

რა შეგვიძლია ვთქვათ ფლირტზე, თუ არაბი ქალისთვის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან შემთხვევითი შეხებაც კი შეიძლება უხამსად ჩაითვალოს... ნებისმიერი ქმედება, რაც საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესს ან მოწონებას გამოხატავს, სასტიკად აკრძალულია.

arabi-kalebi-2-1743404720.jpeg

სილამაზის დემონსტრირება

სწორედ ამ წესის გამო არაბი ქალები გრძელ კაბებსა და ჰიჯაბს ატარებენ, რომ სხეულის ყველა ნაწილი მაქსიმალურად დაფარონ.

ოჯახის უფროსი მამაკაცის მიმართ დაუმორჩილებლობა

ოჯახის უფროსი მამაკაცი სახლში ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს და ქალს არ აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს.

განქორწინების ინიციატივა

არაბულ ქვეყნებში განქორწინება ოჯახის სირცხვილად ითვლება. თუმცა, ისლამური რელიგია განქორწინებას არ კრძალავს. განქორწინების ინიციატორი შეიძლება იყოს მამაკაცი, მაგრამ ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში ქალსაც შეუძლია ამის გაკეთება. მაგალითად, თუ ქმარი ფინანსურად არ უზრუნველყოფს მას, არ ასრულებს თავის ოჯახურ მოვალეობებს... აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქალების ინიციატივით განქორწინების მაჩვენებელი გაორმაგდა.

სკანდალის მოწყობა

აღსანიშნავია, ისლამი ქალთან განქორწინების წინაპირობასაც აწესებს. თუ ის შარიათის არცერთ პირობას არ ასრულებს, მისი ქცევა არანაირად არ გაუმჯობესდება, არ ემორჩილება მამაკაცს და შეუძლებელია მასთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება, მაშინ შესაძლებელია, მამაკაცმა მასთან განქორწინება გადაწყვიტოს.

ოჯახის ღირსების უგულებელყოფა

არაბული კულტურისა და ისლამის ნორმების უგულებელყოფა საკმაოდ დიდი დანაშაულია. თუმცა, რა თქმა უნდა, დანაშაულის სიმძიმე და სასჯელი ისლამური რწმენის ტიპსა და იმ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელშიც აღმოსავლური ოჯახი ცხოვრობს.