ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა - მშობლები

ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

2025-04-02 17:05:31+04:00

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის ვაჟი ნიკოლოზი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ბრაუნის უნივერსიტეტში (Brown University) სრული $396 432-იანი დაფინანსებით (სწავლისა და ცხოვრების მთლიანი ხარჯის ჩათვლით) გააგრძელებს სწავლას.

"ჩემი სიამაყე Brown University-ს სტუდენტია!! სრული დაფინანსებით!! დეეე, მადლობა", - წერს ნიკოლოზის დედა ნინო ცირეკიძე.

"მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ ნიკოლოზ ხადური ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სრული დაფინანსებით (სწავლისა და ცხოვრების მთლიანი ხარჯის ჩათვლით)!

დაფინანსება წლიურად შეადგენს $99,108; ხოლო ჯამურად - $396,432.გილოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას, ნიკოლოზ! ჩვენ შენით ვამაყობთ!" - წერს "ევროპული სკოლა”.

განაგრძეთ კითხვა