რა ემართება ქალის ორგანიზმს, თუ მას სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება არ აქვს და რა პრობლემები არსებობს ასაკის მატებასთან ერთად, თემაზე სექსოლოგი, მედიცინის დოქტორი არჩილ ბაქრაძე გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:
- სექსოლოგიაში ცნობილი ამბავია, რომ რეგულარული სექსუალური ცხოვრება ბიოლოგიურ ასაკს 12 წლით აახალგაზრდავებს. ამიტომაც, დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანის ცხოვრებაში, შეგვიძლია თავად გამოვიტანოთ. სექსუალური აქტის დროს ტვინი ისეთ ბიოლოგიურ "ნარკოტიკებს" გამოყოფს, რომელიც მთელ ბიოქიმიას აუმჯობესებს.
სტატისტიკის მიხედვით, 40-დან 60 წლამდე ასაკში სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ 20% აგრძელებს. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის: სოციალური ფაქტორი, ფინანსური ფაქტორი და ასე შემდეგ. ის, ვისაც სექსუალური ცხოვრების გაგრძელება სურს, უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელი სექსოლოგია ამის საშუალებას იძლევა. ესენია აბები, რომლებიც ერექციას აუმჯობესებს და ინექციები. მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ინექციას უკუჩვენება საერთოდ არ აქვს და აბებისაგან განსხვავებით, სხვა ორგანოებზე გავლენას არ ახდენს. ამიტომ, ეს ელიტური მეთოდი ჯანმრთელო სექსუალური ცხოვრების საშუალებას იძლევა. ბოლო პაციენტი 82 წლის მყავს. რეკორდსმენია...
თუ ადამიანს გულის, ღვიძლის, თირკმლის პრობლემები აქვს, ასევე აქვს დიაბეტი, ისეთი აბების მიღება, რომლებიც ერექციას ზრდის, სახიფათოა. ასეთ შემთხვევაში, ელიტური მეთოდი გამოიყენება, რომელიც შედარებით ძვირია, მაგრამ უსაფრთხო და ეფექტური.
ის ქალბატონები, რომლებმაც იციან, რა არის ორგაზმი, სექსუალურად სავსე, ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონდათ, ორგაზმის უნარს 80 წლამდე ინარჩუნებენ. მაგრამ, არიან ქალები, რომლებიც თავიანთ პარტნიორს ანგარიშს უწევენ და ორგაზმის სიმულაციას აკეთებენ.
ის ქალბატონები, რომლებსაც აქტიური და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება ჰქონდათ, მენოპაუზისა და კლიმაქსის შემდეგაც აგრძელებენ და ახერხებენ ორგაზმის მიღებას.
იხილეთ გადაცემა სრულად: