ილუზიონისტ გია ფარადაშვილის მეუღლე ირინა გასულ კვირას "პრაიმ შოუში" იყო სტუმრად და მეუღლესთან ერთად ისაუბრა 27-წლიან სხვაობაზე მათ შორის, რამაც არ შეუშალა ხელი მათ ქორწინებას. მათ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ირინა ფარადაშვილმა გადაწყვიტა, საჯაროდ გაეკეთებინა ვრცელი კომენტარი:
"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების უსამართლო აღშფოთებას ჩემი და ჩემი მეუღლის “პრაიმშოუში” სტუმრობის შემდეგ. ერთის მხრივ "მიხარია, რომ საზოგადოებას ისე აქვს თავისი პირადი ცხოვრება აწყობილ-დალაგებული, რომ "კალკულატორით" სხედან ეკრანთან და სხვის პირადს განიხილავენ.
დავიბადე 1983 წლის ნოემბერში, ვარ 42 წლის. გია გავიცანი, 18 წლის რომ გავხდი. ჩემი მეუღლე დღემდე მე მეკითხება ჩვენი შვილების ასაკს და არც გადაცემის მსვლელობისას გამკვირვებია წლებთან დაკავშირებული არასწორი თარიღების გაჟღერება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაქორწინების მომენტში მე სრულწლოვანი ვიყავი, 18 წლის!