ჰოლივუდის ვარსკვლავი დიდ სკანდალში გაეხვა - "რა საშინელი სანახავია..." "როგორ შეიძლება ბავშვის ასე კოცნა..." - მშობლები

ჰოლივუდის ვარსკვლავი დიდ სკანდალში გაეხვა - "რა საშინელი სანახავია..." "როგორ შეიძლება ბავშვის ასე კოცნა..."

2025-04-07 11:32:02+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი გალ გადოტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის "დიდების ხეივანში", დიდ სკანდალში გაეხვა. 39 წლის მსახიობი ისრაელიდან წელს "ფიფქიაში" გამოჩნდა ბოროტი დედინაცვლის როლში. მანამდე კი, 18 წლისა "მის ისრაელი" გახდა, შემდეგ პოპულარობა მოიპოვა "ფორსაჟში", "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ", "სასწაულ ქალში" შესრულებული როლებისთვის მოიპოვა.

gal-1024x643-1744012703.webp

screenshot-2025-03-18-at-1745-1744012703.41.jpg

გასულ კვირას ვარსკვლავის გახსნას ის მეუღლე იარონ ვერსანოსა და ოთხ ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა.

original-1744012703.webp

დაძაბულობა ცერემონიამდეც დაიწყო. გალ გადოტის ვარსკვლავს და იქ გამოჩენას საპროტესტო აქციით შეხვდნენ პროპალესტინური დაჯგუფებები. საქმე ისაა, რომ გალი საჯაროდ უჭერს მხარს ისრაელის პოლიტიკას და ახალგაზრდობაში ისრაელის ჯარშიც მსახურობდა.

შემდეგ კი ცერემონიაზე მისი საქციელით დარცა უკმაყოფილო უამრავი ადამიანი. ვარსკვლავმა რამდენჯერმე აკოცა ტუჩებში ერთ-ერთ ქალიშვილს და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. სოციალურ ქსელში ის ძალიან გააკრიტიკეს. "რა საშინელი სანახავია", "როგორ შეიძლება ბავშვის ასე კოცნა!" - უამრავი მსგავსი კომენტარი მოჰყვა ვიდეოს.

დაუშვებელია, თუნდაც საკუთარ შვილს მშობელმა ტუჩებში აკოცოს - სპეციალისტი განმარტავს, რატომ არ შეიძლება მშობლები ბავშვებს ინტიმურ ზონებზე ეხებოდნენ