ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ორი წლის ევაზე წერს:
"ეს 2 წლის ევას ფოტოა, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული - მან ხმები პირველად აღიქვა.
ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს. ახლახან, ევას სმენის აპარატის იმპლანტაცია ჩაუტარდა და შედეგმაც არ დააყოვნა - დედის ხმა გაიგო...
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.
პროგრამის ფარგლებში, ევა რეაბილიტაციის კურსს უფასოდ გაივლის, აპარატის მონიტორინგი კი თვეში ერთხელ ჩაუტარდება.
კოხლეარული იმპლანტები სმენის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მდგომარეობას ძირეულად ცვლის - ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც მათ საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაციას განაპირობებს".
"17 წლის ნანატრი ევა მყავს... დღეს გაიგო ჩემმა შვილმა პირველი ხმა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,"- ამბობს 2 წლის ევას დედა.