ქუთაისელი ტიკტოკერი რძალ-დედამთილი ჯანეტ ქობულაძე და ნინა ქარჩხაძე იუმორისტული ვიდეოებით და ერთმანეთთან დამოკიდებულებით საკმაოდ პოპულარულები არიან. ამჯერად "დღის პოსტთან" ისაუბრეს საკუთარ ურთიერთობებზე:
ნინა: "სულ მინდოდა, ჩემი შვილი ჩემთან ყოფილიყო. არ მინდოდა, ცალკე ეცხოვრა. ამიტომ ყველა ღონეს ვხმარობ, რომ შევუქმნა პირობები, თავი კარგად იგრძნონ... რძალი რომ ოჯახში შემოგივა, უნდა შეხედო როგორც შვილს და სიყვარული თავისთავად მოვა…" - ამბობს ნინა.
ჯანეტი: "არ გვიკამათია საერთოდ, ისე ვუგებთ ერთმანეთს. ყველაფერში მეხმარება, ყველა პირობას მიქმნის. ჩემი კარიერული წინსვლა ვერ მოხდებოდა ვერანაირად, ნინასნაირი დედამთილი რომ არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში.... ვერავინ ვერ გაზრდის ჩემს შვილს ასე კარგად და ვერ მისცემს ამდენ სითბოს და სიყვარულს... რომ შეხვალ ოჯახში და ქმრის მშობლებს დედა და მამასავით მიიღებ, ისინიც ისე მიგიღებენ როგორც შვილს…"
ტიკტოკერი რძალ-დედამთილი ჯანეტ ქობულაძე და ნინა ქარჩხაძე