"მალე მორჩები? რამდენს მიკეთებ?.. არ აქვთ ასე პრინცესებს!" - ანნა სულაბერიძის სახალისო მზადება პირველი ზეიმისთვის (ვიდეო) - მშობლები

"მალე მორჩები? რამდენს მიკეთებ?.. არ აქვთ ასე პრინცესებს!" - ანნა სულაბერიძის სახალისო მზადება პირველი ზეიმისთვის (ვიდეო)

2025-04-09 14:53:33+04:00

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის უფროსი ქალიშვილი ანნა ინტერნეტში ძალიან პოპულარულია. ამიტომ ჯანეტი ხშირად აქვეყნებს მის ფოტოებსა და ვიდეოებს და ანნა ტანსაცმლის ბრენდების რეკლამებშიც ჩნდება ხოლმე დედასთან ერთად.

ამჯერად ანნას პირველი ზეიმისთვის მზადების პროცესის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ჯანეტმა.

როგორც ცნობილია, წყვილს ცოტა ხნის წინ მეორე ქალიშვილი შეეძინა - ლილი. ნოესთვის ის მეოთხე შვილია - წინა ურთიერთობებიდან მას უფროსი ქალ-ვაჟი ჰყავს. ლილი უკვე მონათლეს, თუმცა ფოტო ჯერჯერობით არ საჯაროვდება სოციალურ ქსელში.

janet-1728447578.pngjanet-1730212401.png