ვალერი მელაძის 10 წლის შვილმა მამის კონცერტზე გიტარასა და საქსოფონზე დაუკრა - "ლუკა, ვამაყობთ შენით!" "უსაზღვროდ ნიჭიერი ბიჭია!“ - მშობლები

ვალერი მელაძის 10 წლის შვილმა მამის კონცერტზე გიტარასა და საქსოფონზე დაუკრა - "ლუკა, ვამაყობთ შენით!" "უსაზღვროდ ნიჭიერი ბიჭია!“

2025-04-10 18:03:31+04:00

როგორც ცნობილია, მომღერალი ვალერი მელაძე 6 შვილის მამაა. უფროსი სამი ქალიშვილი პირველ ქორწინებაში შეეძინა. ალბინა ჯანაბაევასთან კი ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.

valer11-1744294666.jpg

489423544-922489909846620-7481604164868702605-n-1744294665.heic

უფროს ვაჟს სცენაზე დადგომის სურვილი ჯერ არ გასჩენია, აი შუათანას - ლუკას კი აშკარად გადაეცა გენეტიკურად მშობლების მუსიკალურობა. თუმცა სიმღერაზე მეტად ინსტრუმენტები იტაცებს.

როგორც დედამისი ამბობს, 10 წლის ლუკა ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა მუსიკით. ჯერ დრამზე უკრავდა, მერე - გიტარაზე, ბასგიტარაზე, მერე საქსოფონს დაეუფლა და კლარნეტს. ვალერიმ რომ უყურა შვილის მონდომებას, შესთავაზა მასთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ლუკაც დათანხმდა და მისი დებიუტი სცენაზე შედგა. ესპანეთში ჩატარებულ ვალერის კონცერტზე ლუკამ ჯერ ელექტრო გიტარაზე დაუკრა, ხოლო შემდეგ - საქსოფონზე და აღაფრთოვანა ოჯახის წევრები, დარბაზი, მოგვიანებით კი, ინტერნეტსივრცის მომხმარებლები, რომელთაც ვიდეოები იხილეს.

xvicha-1-1744294665.png

"მინდა დიდხანს დამრჩეს მეხსიერებაში ჩემი შვილის გამოსვლა, ვალერისთან ერთად! ლუკა, გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით!

კონსტანტინე მელაძის 20 წლის ქალიშვილის თამამ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ამერიკაში გადაბარგებული ლია მელაძე სამოდელო სფეროში ცდის ძალებს
როგორ გაეხუმრა ცოლი ვალერი მელაძეს - ამდენხნიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს ისევ პროფესიონალურად ვაოცებ...