22 წლისანდრია ბაუჟაძე6 თვე უშედეგოდ ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს ანდრია კლინიკაში გარდაიცვალა.
ანდრია ბათუმში, კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მას თავზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა. მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო და ის ამ დრომდე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.
არადა ცოტა ხნით ადრე შეუღლდნენ ისინი, ამ ლამაზ წყვილს ბედნიერებას ულოცავდნენ. ახალგაზრდებს ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, ანანო 6 თვის ფეხმძიმე იყო, წყვილი გოგონას დაბადებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მომხდარმა ავარიამ ორი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
ახალგაზრდა ბიჭი 8 აპრილს მიაბარეს მიწას და მისი საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ძალიან გაუჭირდა ანდრიანოზე წარსულში საუბარი მისი კლასის დამრიგებელს, პედაგოგ ია ბაჯელიძეს, რომელიც პატარაობიდანვე ზრუნავდა მის საყვარელ მოსწავლეზე.
ია ბაჯელიძე:
- ანდრიანო ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო. მისი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი მეხუთე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და თვალწინ მიდგას მისი ბავშვობა. როგორ იზრდებოდა და მშვენდებოდა, ვაჟკაცდებოდა ჩვენი კარგი ბიჭი. ანდრიანო ძალიან მოწესრიგებული, წყნარი, ჭკვიანი ბავშვი იყო და ასეთად დარჩება მუდამ ის ჩემს მეხსიერებაში. შენიშვნას რომ არ იმსახურებდა. 22 წლის იყო და ასეთი მძიმე ამბავი მოხდა, ასეთი ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ბავშვობიდან ბებია ზრდიდა ძირითადად. დედა ემიგრაციაში იყო, უკრაინაში მუშაობდა, მამაც ხშირად იქეთ იყო და პერიოდულად ჩამოდიოდნენ. განაგრძეთ კითხვა