როგორც ცნობილია, მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია შვილს ელოდებიან. ეს ამბავი გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ამცნო საზოგადოებას:
"მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ".


დღეს კი გიორგიმ თავის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა ფოტო ფეხმძიმე მეუღლესთან, რომელიც უკვე მეცხრე თვეშია და წყვილი სულ მალე მშობლობის ბედნიერებას იგრძნობს. ცნობილია მომავალი ბავშვის სქესიც - მწერალი ქალიშვილს ელოდება.
