ნიუ-იორკში წუხელ ტრაგედია დატრიალდა - საექსკურსიო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. დაიღუპნენ ვერტმფრენის პილოტი და ბორტზე მყოფი მგზავრები - კომპანია "სიმენსის" ესპანური ფილიალის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი აგუსტინ ესკობარი, მისი ცოლი და სამი შვილი.
ოჯახმა აფრენამდე რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ფოტოებზე მთელი ოჯახია - ესკობარი, მისი მეუღლე მერსე მონტალი და 4, 5 და 11 წლის შვილები. ისინი იმ დღეს ჩაფრინდნენ ბარსელონიდან ნიუ-იორკში და ნიუ-იორკისთვის უნდა გადაეფრინათ.