ჩეჩნეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ..." - მშობლები

ჩეჩნეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ..."

2025-04-11 08:49:25+04:00

7 აპრილის, ჩეჩნეთში, აჩხოი-მარტანში უცნობი პირი პატრულის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. ერთი სამართალდამცავი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი, რომელიც არასრულწლოვანი აღმოჩნდა, საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მეორე დღეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის ცხედარი ქალაქის მოედანზე გამოიტანეს. რამზან კადიროვმა კი თავდამსხმელის ნათესავების ჩეჩნეთიდან გაძევება მოითხოვა. საგამოძიებო კომიტეტი სამართალდამცველების მკვლელობის მცდელობის ფაქტს იძიებს.

  • ვიდეო კადრები ჩეჩნეთის "ტელეგრამის"ოპოზიციურმაარხებმა გაავრცელეს. პირველ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის მახლობლად, ხალხის ბრბო ახალგაზრდის სხეულთან დგას. ისმის ქალების ტირილი... თვითმხილველების თქმით, "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა".

"ტელეგრამის" არხი NIYSO, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ცხედარი აქციის დასრულების შემდეგ მოედანზე დარჩა. მეორე ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მოზარდის ცხედარი სხვა ადგილას დევს, იქვე კი მანქანები მოძრაობენ. განაგრძეთ კითხვა