"14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტზე 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს - მშობლები

"14 წლის მოზარდს აიძულებდა შესულიყო აბაზანაში და შიშველს, ვიდეოზარი განეხორციელებინა" - პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტზე 45 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს

2025-04-11 11:35:16+04:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

"2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა. განაგრძეთ კითხვა