როცა საქმე ბავშვების ტანსაცმელს ეხება, დედებისთვის არჩევანი მხოლოდ ვიზუალით არ შემოიფარგლება, ამ დროს მნიშვნელოვანია ყველაფერი: მასალა, კომფორტი, უსაფრთხოება და ფასი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს მასშტაბით, და მათ შორის საქართველოშიც, ათასობით დედა ყოველდღიურად სწორედ Carter’s-ს ირჩევს — ამერიკულ ბრენდს, რომელიც 150 წელზე მეტია, რაც უმაღლესი ხარისხის ბავშვის ფერად ტანსაცმელს აწარმოებს.
Carter’s-ის წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხზე უალტერნატივო მიდგომაა. ბრენდი იყენებს 100%-იან ორგანულ ბამბას, ჰიპოალერგიულ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ტანსაცმელში თავი კომფორტულად, დაცულად და ბუნებრივად გრძნობენ.
დედები ამბობენ, რომ Carter’s-ის ტანსაცმელი არ აღიზიანებს ჩვილის კანს, არ კარგავს ფორმას და ფერს, ინარჩუნებს სირბილეს მრავალი რეცხვის შემდეგაც, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის შეუცვლელს ხდის. და რაც მთავარია, ბრენდი მუდმივად ცდილობს, პრაქტიკული გადაწყვეტილებებიც შესთავაზოს მშობლებს — მაგალითად, ელვა შესაკრავიანი ბოდეები, რაც ახალშობილისთვის ტანსაცმლის გამოცვლის პროცესს ბევრად ამარტივებს.
Carter’s-ი არ არის მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ტანსაცმელი, ის ხელმისაწვდომიცაა. ბრენდი ახერხებს, რომ ფასისა და ხარისხის იდეალური ბალანსი შესთავაზოს მომხმარებელს და რეგულარულად განაახლოს კოლექციები სხვადასხვა სეზონური ფასდაკლებით. მაგალითად, საქართველოში მოქმედებს 25%-დან 70%-მდე ფასდაკლება როგორც წინა სეზონების, ისე ახალი კოლექციების ასორტიმენტზე.
Carter’s-ის პროდუქცია ასევე გამოირჩევა სილამაზით. თითოეული კოლექცია აერთიანებს საყვარელ პრინტებს, ფერად განწყობას და ასაკთან მორგებულ დიზაინს, რაც ბავშვის აქტიურობას, თავისუფლებასა და თვითგამოხატვას უწყობს ხელს. პროდუქციის ასორტიმენტი კი მშობლებს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველაფერს:
არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ჯერ დაბადებულია თუ წინასწარ ემზადებით — Carter’s-ს ყველა ეტაპისთვის აქვს პასუხი.
დაათვალიერეთ ახალი კოლექცია კატალოგში: http://short.palitra.ge/VIMmfCdB
ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უსაფრთხო წარმოებას. არ გამოიყენება მავნე ქიმიური ნივთიერებები, პროდუქტი გადის საერთაშორისო სტანდარტების ტესტირებას და მშობლებს ეძლევათ სანდოობის მტკიცე გარანტია — სწორედ ეს განასხვავებს Carter’s-ს სხვა ბრენდებისგან.
წლების განმავლობაში ქართველი დედები Carter’s-ის პროდუქციას აშშ-დან იწერდნენ, მაგრამ დღეს ბრენდის ოფიციალური შოურუმები უკვე თბილისში და ბათუმში ფუნქციონირებს:
თბილისი: „თბილისი გალერია“, საბურთალოს სითი მოლი, გლდანის სითი მოლი, ვაკე (მიშველაძის #5)
ბათუმი: სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლი", ხიმშიაშვილის 29
R