დუტა სხირტლაძის ვაჟის ნამუშევარი რომში გამოიფინა - "ვამაყობთ შენით..." - მშობლები

დუტა სხირტლაძის ვაჟის ნამუშევარი რომში გამოიფინა - "ვამაყობთ შენით..."

2025-04-12 11:04:44+04:00

21 წლის ლუკა სხირტლაძის წარმატებაზე დუტა სხირტლაძის მეუღლე, ხელოვანი მარინა ნაცვლიშვილი წერს სოციალურ ქსელში:

"ლუკას პირველი გამოფენა რომში. ვამაყობ შენით, დე. მადლობა ამ შეგრძნებისთვის".

490001277-2127976381006991-8846485417919642826-n-1744441749.jpg490127126-2127976067673689-5800517769140659136-n-1744441749.jpg490261820-2127976304340332-5840265860317572267-n-1744441749.jpg490056681-2127976024340360-5298359085216963055-n-1744441749.jpg

ლუკა წლებია ქანდაკებით არის გატაცებული. დუტა ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან აქვეყნებდა მის ნამუშევრებს, რომლებსაც სხვადასხვა მასალისგან ქმნიდა.

480744632-9446065778769651-7034033426728093614-n-1744441748.jpg

ხელოვნება დუტას ოჯახში ძალიან პოპულარულია. თავად დუტას შესანიშნავად გამოსდის ხეზე მუშაობა, მეუღლესთან ერთად შესანიშნავი ინტერიერი მოაწყო სახლში თუ აგარაკზე. მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლე მარინა ნაცვლიშვილი იუველირია და სამკაულებს ქმნის, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრებს გარეთაც.

მას და დუტას ორი შვილი ჰყავთ - ლუკა და ნინი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 26 წლის. ნინიც შესანიშნავად ხატავს.

143760185-235767894751387-8817322825147137998-n-1740633061-1744441748.jpg

გარდა ამისა, დუტას უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - მარიამ სხირტლაძე გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა.

487513960-9681380181904875-7157196430421549228-n-1744442043.jpg
დები სხირტლაძეები