60 წლის სარა ჯესიკა პარკერი ტყუპ გოგონასთან ერთად გამოჩნდა, რომლებიც ვერ იტანენ შოუბიზნესს - მათი დაბადებისას მსახიობს ბევრი კრიტიკის ატანა მოუწია - მშობლები

60 წლის სარა ჯესიკა პარკერი ტყუპ გოგონასთან ერთად გამოჩნდა, რომლებიც ვერ იტანენ შოუბიზნესს - მათი დაბადებისას მსახიობს ბევრი კრიტიკის ატანა მოუწია

2025-04-13 12:20:28+04:00

მიუხედავად იმისა, რომ სარა ჯესიკა პარკერი წლებია, ბრწყინავს წითელ ხალიჩებზე და მისი დახვეწილი გემოვნების თუ ლუქების შესახებ გამუდმებით საუბრობენ, მის ქალიშვილებს სრულიად არ ხიბლავთ შოუბიზნესის სამყარო. ისინი იშვიათად ჩნდებიან მშობლებთან ერთად ღონისძიებებზე, მსახიობობის სურვილი კი არც ერთს აქვს.

ამჯერად გამონაკლისი დაუშვეს და მშობლებს ახლდნენ ბროდვეის სპექტაკლის პრემიერაზე.

3000x4000-0xw2emwrdr-0649987942611455652-1744533417.jpg

მერიონი და ტაბიტა სარას და მის მეუღლეს - ასევე მსახიობ მეთიუ ბროდერიკს 2009 წელს შეეძინათ სუროგატი დედის დახმარებით. მანამდე წყვილს ვაჟი გაუჩნდა, ჯეიმსი, რომელიც უფრო დაინტერესებულია კინოთი.

deti-sary-dzhessiki-parker-i-mettyyu-broderika-vpervye-za-dolgoe-vremya-vyshli-v-svet-44258-2-1000x834-1744533559.webp

sara-dzhessika-parker-s-muzhem-i-detmi-17121530791843030755-1744533559.jpgsarah-jessica-parker-matthew-broderick-kids-1-60a288ce7bfb43a3b7a8c31e8ecdcece-1744533560.jpg

როდესაც მერიონი და ტაბიტა გაჩნდნენ, სარას არ დაუმალავს, რომ სუროგაციის გზას მიმართა. ამის გამო ძალიან ბევრმა გაკიცხა, რომ უბრალოდ "არ მოინდომა სხეულის გაფუჭება" ორსულობისთვის და იოლი გზა აირჩია. თუმცა სარამ ყველას უპასუხა, რომ პირველი ორსულობა საუკეთესო პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ მას მერე ვეღარ ორსულდებოდა. ის და მისი ქმარი შვილად აყვანაზეც ფიქრობდნენ, თუმცა შემდეგ სუროგაციაზე შეჩერდნენ.