რამდენად კარგად იცით ამბები ქართულ ენასა და დამწერლობაზე? - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა - მშობლები

რამდენად კარგად იცით ამბები ქართულ ენასა და დამწერლობაზე? - შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

2025-04-14 13:41:41+04:00

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ქართულ ენასა და ლიტერატურას განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ საგანძურად ითვლება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების ისტორიიდან შევარჩიეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და ტესტის სახით ცოდნის შემოწმებას გთავაზობთ:

1. რამდენი ასო იყო ძველ ქართულ ანბანში?

  • 33
  • 38
  • 39

2. ქართული ანბანის რამდენი სახეობა არსებობს?

  • 5
  • 4
  • 3

3. რომელია ქართული დამწერლობის უძველესი სახე?

  • ასომთავრული
  • მხედრული
  • ნუსხური

4. ჩამოთვლილთაგან, რომელ მეფეს მიეწერება ქართული დამწერლობის გავრცელება?

  • ბაგრატ მესამეს
  • ფარნავაზ პირველს
  • ვახტანგ გორგასალს

5. რა დაიბეჭდა პირველად ქართულად?

  • "სახარება"
  • "ვეფხისტყაოსანი"
  • "ქმნულების ცოდნის წიგნი"

6. რომელ წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" პირველად?

  • 1876 წელს
  • 1874 წელს
  • 1870 წელს

jerusalem-terra-sancta-museum-v1-433-1744640551.jpg

7. უძველესი ქართული წარწერა თარიღდება 430 წლით და ამჟამად ინახება ფრანცისკანელთა მუზეუმში:

  • იერუსალიმში
  • პარიზში
  • რომში

8. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლია:

  • "შუშანიკის წამება"
  • "აბო თბილელის წამება"
  • "ქართლის ცხოვრება"

9. ვინ დააარსა პირველი ქართული სტამბა?

  • დავით აღმაშენებელმა
  • თამარ მეფემ
  • ვახტანგ VI-მ

10. რომელ წელს შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება?

  • 1879 წელს
  • 1890 წელს
  • 1899 წელს

სწორი პასუხები:

  1. 38
  2. 3 - ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული
  3. ასომთავრული
  4. ფარნავაზ პირველს
  5. "სახარება"
  6. 1876 წელს გამოიცა პირველი "დედა ენა" და გოგებაშვილის სიცოცხლეში კიდევ 33-ჯერ გამოიცა.
  7. იერუსალიმში
  8. "შუშანიკის წამება"
  9. ვახტანგ VI-მ
  10. 1879 წელს