1-ელ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში ჩავარდნილი გოგო ჯერ კიდევ არ უპოვიათ, - ამის თაობაზე ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს, მათივე ცნობით, მტკვარში დაკარგული გოგონა მარნეულელიაითაჯ მამედოვაა.
აითაჯის ოჯახი"რადიო მარნეულთან"აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს.
სტატიაში ვკითხულობთ:
"აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მისი ორი მეზობელი მდინარე მტკვირს სანაპიროზე მოძრაობენ, მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”, კაბელით შეკრული 3 და 5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით, შედიან და ასე ცდილობენ აითაჯის პოვნას. განაგრძეთ კითხვა