"საზოგადოების თხოვნით, ახალ ფოტოებს გიზიარებთ..." - მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვას 76-ე დაბადების დღი ფოტოები გამოაქვეყნა - მშობლები

"საზოგადოების თხოვნით, ახალ ფოტოებს გიზიარებთ..." - მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვას 76-ე დაბადების დღი ფოტოები გამოაქვეყნა

2025-04-16 11:16:51+04:00

რუსეთიდან გადახვეწილი და საკუთარ სამშობლოში უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებული ალა პუგაჩოვა 76 წლის გახდა. იუბილე პირველ რიგში ქმარმა - ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა მიულოცა სოციალურ ქსელში: "გილოცავ, საყვარელო!", რაზეც ალამ იქვე უპასუხა: "საუკეთესო ხარ! მიყვარხარ!"

ala2-1744788051.jpg

ala1-1744788051.jpg

დღის ბოლოს გალკინმა ხალხის თხოვნით ალას ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა:

ala3-1744822700.jpg

ala90-1744822700.jpgala9-1744822700.jpg

ასევე მიულოცეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. რეჟისორმა კირილ სერებრენნიკოვმა უშუალოდ მიულოცა მეგობარს დაბადების დღე კვიპროსზე, სადაც ალა ახლა იმყოფება: "გილოცავ! ყოველთვის ასეთი მაგარი გოგო იყავი!"

ala3-1744788199.webp

ala4-1744788199.webp

ალა პუგაჩოვა 1949 წლის 15 აპრილს დაიბადა მოსკოვში. 1965 წლიდან სცენაზე დგას და რუსული ესტრადის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ვარსკვლავია, პრიმადონა. თუმცა პუტინის პოლიტიკას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ოჯახთან ერთად დატოვა.

ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მაქსიმ გალკინი მისი მეხუთე ქმარია. სამი შვილი ჰყავს - უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე, რომლისგანაც შვილიშვილებიც შეეძინა, და ტყუპი ქალ-ვაჟი მაქსიმ გალკინთან ქორწინებიდან.

შვილები ლონდონში სწავლობენ, ქმარი კი გამუდმებით გასტროლებზეა - 75 წლის ალა პუგაჩოვა სახლში მარტო დარჩა
ცხოვრება დამინგრიეს... - როგორ ცხოვრობს ქალი, რომელზეც წერდნენ, რომ პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპის სუროგატი დედაა
ნუ მითვლით თმის ღერებს... ამაოა ჩემი განადგურების მცდელობა... ჩემთვის მთავარი თავისუფლებაა და იქამდე ვიცოცხლებ, სანამ ბოროტება არ დამარცხდება... - 74 წლის ალა პუგაჩოვას მიმართვა და ახალი ფოტო ცილისმწამებლებისთვის