"ცოცხლად დამიწვა შვილი... ჩემს შვილიშვილებს დედა ენატრებათ, ყოველ ღამე ტირის პატარა" - სასტიკად მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს - მშობლები

"ცოცხლად დამიწვა შვილი... ჩემს შვილიშვილებს დედა ენატრებათ, ყოველ ღამე ტირის პატარა" - სასტიკად მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

2025-04-16 20:36:07+04:00

გასული წლის ნოემბერში უმძიმესიდანაშაული მოხდათიანეთში.24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა.ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს.

სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.

  • მოკლული ქალის დედამ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მისი სიძის მიმართ უვადო პატიმრობა მოითხოვა. შემდეგი სხდომა 5 მაისს არის ჩანიშნული, რა დროსაც, სავარაუდოდ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. განაგრძეთ კითხვა