სამკვერცხიანი, მარტივად მოსამზადებელი პასკის რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან - მშობლები

სამკვერცხიანი, მარტივად მოსამზადებელი პასკის რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან

2025-04-18 10:30:21+04:00

ნუცა სურგულაძის ეს რეცეპტი იდეალურია მათთვის, ვისაც ჯერ არ უცდია პასკის გამოცხობა და პირველი მცდელობა აქვს.

რეცეპტი 3 ცალი 500 გრამიანი პასკისთვის:

საფუარისთვის:
  • 12გრამი მშრალი საფუარი
  • 12 გრამი შაქარი
  • 20 გრამი ფქვილი
  • 180 მლ თბილი რძე
ცომის ბაზა
  • 3 კვერცხი
  • 300 გრამი შაქარი
  • 150 გრამი არაჟანი 15% იანი
  • 90 გრ ზეთი
  • 100 გრ კარაქი
  • 3 გრ ვანილი
  • 3 გრ დარიჩინი
  • 3 გრ ილი
  • 3 გრ მიხაკი
  • 3 გრ მუსკატის კაკალი
  • ციტრუსის ცედრა
  • + მოზელილი საფუარი
  • 650-700 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
1 პასკის შიგთავსისთვის:
  • 30 გრ ქიშმიში
  • 30 გრ გარგრის ჩირი ან
  • 20 გრ ნუში
  • 40 გრ შოკოლადი
  • თეთრი მინანქარი
  • 200 გრ შაქრის პუდრა
  • 15-20 გრ რძე
იხილეთ ვიდეორეცეპტი: