გენეტიკის ძალა: ეს 5 თვისება ბავშვებს მემკვიდრეობით ბებია-ბაბუებისაგან გადაეცემათ - მშობლები

გენეტიკის ძალა: ეს 5 თვისება ბავშვებს მემკვიდრეობით ბებია-ბაბუებისაგან გადაეცემათ

2025-04-18 10:55:24+04:00

ყველამ იცის, რომ გენეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ხშირად ბავშვები მშობლებისაგან კონკრეტულ თვისებებსა და ჩვევებს მემკვიდრეობით უღებენ. მაგალითად, ბავშვის სქესი მამაზეა დამოკიდებული. ასევე, მიდრეკილება სიმელოტისკენ, ადრეული პუბერტატი შესაძლოა, სწორედ მამისგან გადაეცეს შვილს. დედისგან კი ბავშვები ხშირად მემკვიდრეობით ინტელექტისა და ემოციურობის დონეს იღებენ.

თუმცა, არის რაღაცები, რასაც ბავშვები მემკვიდრეობით არა მშობლებისგან, არამედ ბებია-ბაბუისაგან იღებენ. შვილიშვილების გარეგნობისა და ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდ როლს წინა თაობების წარმომადგენლებიც თამაშობენ. კონკრეტულად, რა გადაეცემათ შვილიშვილებს ბებია-ბაბუებისაგან მემკვიდრეობით, ამ სტატიაში მოგიყვებით:

გარეგნობის მახასიათებლები

იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ბავშვი, 50 პროცენტით პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ. თუმცა, ბავშვები გარეგნობის მახასიათებლების 25%-ს სწორედ ბებია-ბაბუისაგან იღებენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც თავის დროზე, ისინი თავიანთი შვილების გარეგნობის ჩამოყალიბებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. მეტიც, ბავშვმა შეიძლება დაიმემკვიდროს "მიძინებული" დომინანტური თვისება, რომელიც მშობლების შემთხვევაში არ გამოვლინდა, მაგრამ ბებია-ბაბუიდან შვილიშვილზე გადავიდა. მაგალითად, ბავშვს შეიძლება, ბებიის ან ბაბუის მსგავსად, ცისფერი თვალები ჰქონდეს, მის დედ-მამას კი აბსოლუტურად განსხვავებული თვალის ფერის ჰქონდეთ.

ცაციობა

ე.წ. "ცაციობის გენი" ბავშვს მემკვიდრეობით მამრობითი ხაზით გადაეცემა, თუმცა არა მამისგან, არამედ ბაბუისგან. ეს ედინბურგის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა დაადგინეს. თუ ბავშვი ცაციაა, დიდი ალბათობით, დედის ან მამის მხრიდან ბაბუაც ცაცია იქნება. სხვათა შორის, თვისება იმდენად დომინანტურია, რომ ის არა მხოლოდ შვილიშვილებზე, არამედ შვილთაშვილებზეც გადავიდეს.

bebia-babuebi-1744959657.jpg

ფინანსების მართვის უნარი

დადგენილია, რომ ხასიათის ზოგიერთი თვისება, მიდრეკილებები და ზნეობრივი თვისებები ბავშვებს ბებია-ბაბუისგანაც გადაეცემათ. გოგონები დედისგან მემკვიდრეობით ფულის მართვის უნარს, რაციონალურობასა და ეკონომიურობას იღებენ. მაგრამ ბიჭები ყველა ამ თვისებას მემკვიდრეობით იღებენ არა მშობლებისგან, არამედ ბებიისგან, მამის ხაზით.

დეპრესიისკენ მიდრეკილება

ბებიები ბავშვების ემოციური ფონის ჩამოყალიბებაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. ეს როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ბებიებს ეხება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ერთი ქალი ოპტიმისტია, ხშირად იღიმის, მეორე კი ცხოვრებას უჩივის და თავს ემოციურად ცუდად გრძნობს ხოლმე, შვილიშვილებს განწყობის მუდმივი ცვლილება შეაწუხებთ. ხოლო, თუ ორივე ბებია დეპრესიისკენაა მიდრეკილი, მაშინ, დიდი ალბათობით, ამ თვისებას შვილიშვილებიც მიიღებენ.

bebia-babuebi-1-1744959726.jpg

ფობიები

ბავშვის ზოგიერთი ფობია შესაძლოა, მემკვიდრეობითი იყოს. მეტიც, ბევრი ფობია ბავშვებს ბებიებისაგან გადაეცემათ. თუ ქალმა ორსულობისას რაიმე სახის ტრავმული გამოცდილება მიიღო, შეიძლება, ეს შიში არა მხოლოდ შვილს, არამედ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებსაც კი გადაეცეთ.