ის 59 წლისაა, თუმცა 30 წლისასაც არ ჰგავს... - ცნობილმა ბლოგერმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა - მშობლები

ის 59 წლისაა, თუმცა 30 წლისასაც არ ჰგავს... - ცნობილმა ბლოგერმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა

2025-04-18 19:12:58+04:00

ფოტოგრაფი და ბლოგერი ჩუანდო ტანი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა სოციალურ ქსელში. თუმცა მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე მეტად, საზოგადოებას თავად ის აინტერესებს. სინგაპურელი ჩუანდო ცოტა ხნის წინ გახდა 59 წლის და მომავალ წელს 60-ის ხდება, თუმცა 30 წლისასაც არ ჰგავს.

1080x1916-0xdp7gi4hj-3332121021923221652-1745064175.jpg1080x1350-0xxy3frneq-2987849756520954203-1745064175.jpg

როგორც თავად ამბობს, პირველ რიგში მიზეზი გენეტიკაა. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე წესი, რომელსაც წლებია, მიჰყვება და არასოდეს ღალატობს.

  • 3-4-ჯერ კვირაში სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს - სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები ეხმარება, რომ სხეული და ორგანიზმი კარგ ფორმაში ჰქონდეს.

1080x1350-0x8bim2rfi-8845776875256073394-1745064175.jpg1080x1346-0xvzua5mlv-6085942425539456725-1745064175.jpg1080x1349-0xjh28etiv-8355465954598951080-1745064175.jpg

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი - ღამის 11 საათამდე წვება დასაძინებლად და დაძინებამდე 5-6 საათით ადრე იღებს ბოლო კვებას. ამგვარად ორგანიზმი ბევრ დროს არ ხარჯავს საჭმლის გადამუშავებაზე და სრულფასოვნად ისვენებს.

12bfda54538d25c2bb9e11f778-1745064174.jpg1080x1346-0xkzhqgtdl-1983318720433431814-1745064174.jpg

  • რაციონიც მარტივი აქვს. საუზმეზე მიირთმევს ავოკადოს და 6 კარგა მოხარშულ კვერცხს, ოღონდ, მხოლოდ ორს - გულით. აყოლებს ერთ ჭიქა რძეს. სადილად იღებს თევზის წვნიანს, გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს, ქათამს ბრინჯით. ძალიან უყვარს ნაყინი, ოღონდ, გარკვეულ დღეებში მიირთმევს და მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. მხოლოდ წყალს სვამს, აკრძალული აქვს რაციონში ყავა, ჩაი და ალკოჰოლი.

ამტკიცებს, რომ არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები და ერთადერთხელ მიმართა ბოტოქსს. თმას იღებავს, რადგან ჭაღარას ვერ შეებრძოლა.

ასევე ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო ბევრი დადებითი ემოციაა და საქმე, რომელიც უყვარს. საყვარელ საქმეს სიამოვნება მოაქვს მისთვის. 1980-იან წლებში მოდელად მუშაობდა, შემდეგ მცირე ხანს პოპ-მომღერალი იყო, ახლა კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ძალიან ბედნიერია.

47 წლის ქალი შვილის სისხლს ისხამს, რომ არ დაბერდეს - ექიმები აფრთხილებენ, რომ ეს საშიშია, თუმცა...
45 წლის მილიონერი 18 წლის შვილის სისხლს ისხამს, რომ ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოს