ნანუკა ჟორჟოლიანი უმცროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს - "ძალიან კარგი ბიჭია საბა. ყველაზე კეთილია, ვისაც ვიცნობ" - მშობლები

ნანუკა ჟორჟოლიანი უმცროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს - "ძალიან კარგი ბიჭია საბა. ყველაზე კეთილია, ვისაც ვიცნობ"

2025-04-19 12:50:54+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილი საბა კოდუა 16 წლის გახდა. ნანუკა შვილს სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:

"საშინლად არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ წელიწადში ერთხელ თავს უფლებას მივცემ გითხრათ, ძაალიან კარგი ბიჭია საბა. ყველაზე კეთილია, ვისაც ვიცნობ. დაბადების დღეს გილოცავ დე! მინდა ზუსტად ისეთი ცხვოვრება გქონდეს, როგორიც შენ გენდომება".

blue-sunshine-happy-birthday-zalian-miqvarxar-1745054411..jpgblue-sunshine-happy-birthday-zalian-miqvarxar-1745054411. (2).jpg491438238-18499881016058228-6460568634291355631-n-1745054411..jpg

ნანუკა ჟორჟოლიანს საბა მეორე ქორწინებაში შეეძინა - ერეკლე კოდუასთან. წყვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.

1ba4ebb4e364852f78c36adfacac9a87-1745054410.jpg
ერეკლე და ნანუკა

jor-1745054412.jpg

დაქორწინებამდე ერეკლეს ჰქონდა ოჯახი და ოთხი შვილი ჰყავდა. ნანუკასთან განქორწინების შემდეგ კიდევ ერთხელ იქორწინა უკრაინელ კატალინა დიდაზე.

9-65469-1709380427-1745054410.jpg

ნანუკასაც ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - მარიამ გეგუჩაძე. პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი, ფინანსისტი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და მარიამიც მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

daddy-swipe-to-see-us-being-young-and-cute-1745054411..jpg2014012820015020468-1745054638.jpg

თავად მარიამი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.მისი რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია.

454371778-1037259427852365-7522435307853625975-n-1745054410.jpg

snapinstaapp-454492901-18453273715010454-2370871244201850455-n-1080-44028-1745054412.jpg

ნანუკა ორივე შვილთან ძალიან მეგობრობს და ხშირად აღნიშნავს, რომ ისინი მისი მთავარი ძალაა.

a85171-big-1745054411.jpg2022-10-08-21-33-27-427505-1745054410.jpg