სოსო პავლიაშვილს სააღდგომოდ მონატრებული და ესტუმრა საქართველოდან - "დიდი ბედნიერებაა" (ვიდეო) - მშობლები

სოსო პავლიაშვილს სააღდგომოდ მონატრებული და ესტუმრა საქართველოდან - "დიდი ბედნიერებაა" (ვიდეო)

2025-04-20 11:14:42+04:00

მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქ ჰყავს მეორე ოჯახი - ცოლი ირინა და ორი ქალიშვილი. ასევე რუსეთში წაიყვანა პირველი შვილი პირველი ქორწინებიდან, ლევანი, რომელსაც სკოლაც იქ დაამთავრებინა, აკადემიაც და ახლა ლევანი მამასთან ერთად გამოდის სხვადასხვა ღონისძიებაზე.

რამდენიმე ქართველი მომღერლისგან განსხვავებით (მაგალითად, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე), რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სოსო რუსეთში დარჩა და ჩვეულებრივ აგრძელებს კონცერტებში მონაწილეობს, რის გამოც ქართველი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაანაწყენა. თავად ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს...

სააღდგომოდ სოსოს და - მაკა, ესტუმრა საქართველოდან, ხორაგით დატვირთული."ჩემი საყვარელი და მესტუმრა... დიდი ბედნიერებაა" - წერს სოსო და შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

თბილისში მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ სოსოს ეპილეფსია განუვითარდა... მხსნელი 16 წლის გოგონა იყო, რომელიც დღეს მისი ცოლია - მედია პავლიაშვილის შესახებ უცნობ ფაქტებზე წერს
ნინოს ძალიან ბევრჯერ ვუღალატე... - სოსო პავლიაშვილის მოულოდნელი აღიარება პირველ ცოლთან ურთიერთობაზე და დაავადებაზე, რომლისგანაც ქალიშვილმა განკურნა