"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა - მშობლები

"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა

2025-04-20 22:14:01+04:00

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ტელემაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ელენეს როლით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" თაკოს როლში გამოჩნდა. ცოტამ თუ იცის, რომ მშვენიერი ნინა ასევე ცნობილი მსახიობის, თამარ სხირტლაძის შვილიშვილია, რომლისგანაც არაერთ რჩევას და კომპლიმენტს იღებდა ხოლმე.

გასაკვირიც არ იქნება, რომ მსახიობობისადმი ინტერესი თავიდანვე იყო გამოკვეთილი – არ ყოფილა ერთი კონკრეტული დღე, როცა მსახიობობა გადაწყვიტა, ყოველთვის ეს უნდოდა. მთელი ბავშვობა ხელოვნებისკენ იყო მიდრეკილი. ნინას ბებია ცნობილი ქართველი მსახიობი, თამარ სხირტლაძე იყო.

"ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო. ეს ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თეატრს, რამდენადაც ჯადოსნური სამყაროა, იმდენად უსიამოვნო მომენტებიც ახლავს, რომელიც კულისებში ხდება და ფეხის წამოდებაში გამოიხატება. სულ მაფრთხილებს, რომ ეს ძალიან რთული გზაა და ახლა რომ ნერვები სასულეებზე მეშლება ხოლმე, მეუბნება: წინ უარესები გელოდება და ძლიერი უნდა იყო, შენი პროფესია ძალიან უნდა გიყვარდესო." განაგრძეთ კითხვა