"დილით პირველი ეს უნდა მივიღოთ საუზმემდე 30 წუთით ადრე" - ნატა გაგუა ძალიან სასარგებლო რეცეპტს გვიზიარებს - მშობლები

"დილით პირველი ეს უნდა მივიღოთ საუზმემდე 30 წუთით ადრე" - ნატა გაგუა ძალიან სასარგებლო რეცეპტს გვიზიარებს

2025-04-22 11:32:57+04:00

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო" გვასწავლის რეცეპტს, რომელიც გაჯანსაღებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი სელის თესლი
  • 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი
  • 200-250 გრამი წყალი, სასურველია,თბილი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

"ეს ნაყენი საღამოს მოვამზადოთ და დილით პირველი ეს უნდა მივიღოთ საუზმემდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ 3 კვირა ყოველდღე მიირთვათ და შემდეგ 2 კვირა დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ამ მარცვლებს დაღეჭავთ. ნახავთ, ერთ კვირაში გასაოცარი შედეგი გექნებათ, " - ამბობს ნატა გაგუა.