რძის საკითხი ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს არის თემა, რომელსაც თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება - ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის შეფასებით, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ვერანაირი სიმართლე ვერ გაიგო.
„მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. ეს საკითხი დასრულდა?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია, თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი". - განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო