კორეაში მცხოვრები სოფია კვინიკაძე დედა გახდა - რა დაარქვეს პატარა ბიჭუნას? - მშობლები

კორეაში მცხოვრები სოფია კვინიკაძე დედა გახდა - რა დაარქვეს პატარა ბიჭუნას?

2025-04-23 13:38:13+04:00

კორეაში მცხოვრები ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელმაც იქ თავის რჩეულ კორეელზე იქორწინა, დედა გახდა.

"დაიბადა იოჰანე 22 აპრილს, დილის 8:37, ჩემი გამზრდელი ნარგიზა ბებოს დაბადების დღეზე...

3,7 კილოგრამი დაიბადა თავქოჩორა ბიჭი. მეც მხოლოდ 20- წამიან ვიდეოში ვნახე, თომამ რაც გადაუღო და დაკუჭულ, ჭყინტ ყველს ჰგავს.

მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია. 2 საათში არის ნახვა ბავშვის და თომა შეხედავს ფანჯრიდან, სურათი გადაუღოს იქნებ... ხვალ თუ მოვიკრებ ძალას და ავდგები, მეც წავალ სანახავად... შეიძლება, დამაჭერინონ კიდეც, მაგრამ ჩემთან არ მოჰყავთ...“ - ამცნო სოფიამ გულშემატკივრებს, ცოტა ხნის წინ კი ბიჭუნას ფოტოებიც გამოაქვეყნა.

492129421-9643001219068162-8039537480517837394-n-1745402250.jpg492143304-9643000972401520-6466047078378539616-n-1745402250.jpga1712668471-1745402250.jpg

483634610-18496875343000375-3725930193117198786-n-1745402250.jpg