როდის დაასრულებენ სწავლას პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დამთავრებამდე - მშობლები

როდის დაასრულებენ სწავლას პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დამთავრებამდე?

2025-04-25 13:09:53+04:00

სწავლას მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს.

2025 წელს სასწავლო პროცესის დასრულების ოფიციალური თარიღი - 15 ივნისი - კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:

  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე;
  • 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.