ორი შვილის მამა და ცნობილი ექიმის ვაჟი - ამბები რეზი სოხაძეზე, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა - მშობლები

ორი შვილის მამა და ცნობილი ექიმის ვაჟი - ამბები რეზი სოხაძეზე, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა

2025-04-25 19:14:38+04:00

დღეს, ცნობილი გახდა, რომირაკლი ქარსელაძემინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ადგილას კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემრევაზ სოხაძეწარადგინა. შეგახსენებთ რომ, ქარსელაძე აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.

კობახიძემ განმარტა, რომ ქარსელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ქარსელაძემ მადლობა დაიმსახურა პრემიერის, რომელმაც აღნიშნა, რომ "მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა“. ქარსელაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია და ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა კობახიძეს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიას და მხარდამჭერებს.

47 წლის რევაზ სოხაძე, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი იყო. მას დედაქალაქის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა. განაგრძეთ კითხვა