მისმა ნამღერმა საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია - მართლაც, საოცარი შესრულება იყო. სოციალური ქსელიც უამრავი თბილი და დადებითი კომენტარებით აივსო. თავადშაბან მამედოვიპროექტში "ხალხური“ სიმღერის "დაიგვიანეს“ შესრულების შემდეგ ასეთ შეფასებებს არ ელოდა.
"უცებ გავარდა - არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას... მეორე დღეს მისი მოსმენა გავბედე და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა 2-ჯერ მოვუსმინე... მოკლედ, ამ შედეგის დადებაში "შავნაბადას“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და მადლობადავით ცინცაძეს.მინდა აღვნიშნო ვაკო ასათიანი, რომელიც დაუღალავად შრომობდა ჩემთან ერთად, ყველა დეტალს ვასწორებდით, ვხვეწდით... "შავნაბადამ“ ცეცხლი დაანთო... იყო მომენტი, როცა სიმღერა დაიწყეს, საერთოდ დამავიწყდა, რომ მეც უნდა მემღერა. მერე მივხვდი, რომ სოლო უნდა შემესრულებინა", - გვეუბნება 24 წლის მუსიკოსი შაბან მამედოვი ქალაქ მარნეულიდან და ჩვენთან საუბარს აგრძელებს:
- მაგ სიმღერაში გამოკვეთილად ვაკო ასათიანისა და დიმა ჭითანავას ხმა ისმის... მოკლედ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ სოლო მქონდა სამღერი - თავს შევუძახე - ეცადე, აბა?! ჰამლეტ გონაშვილის ეს სიმღერა ბევრს უმღერია, მათ შორის, მარო თარხნიშვილს... ჰამლეტის მერეც ბევრმა იმღერა, მაგრამ ჰამლეტისეული ხაზი დაკარგულია. ვეცადე, ის მთავარი ხაზი აღმედგინა - ეს იყო ჩემი მიზანი. ამ სიმღერას ბევრი მელიზმატიკა არ უხდება. მადლობა ღმერთს, რომ ნახევარფინალში ვარ. ყველაფერ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- ამ კონკურსში როგორ მოხვდით?
- კონკურსის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორისგან გავიგე, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისში საექსპედიციო ტური იმართებოდა, სადაც გავედი და პირველი ტურის მონაწილეებს შორის მოვხვდი...საერთოდ ჩემი მიზანი იყო, რომ ხალხის სიყვარული მომეპოვებინა.
- როდის და როგორ გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
- მუსიკით პატარა ასაკიდან დავინტერესდი. 6 წლის ვიყავი, სათამაშო, კლავიშებიან ინსტრუმენტზე მელოდიის რაღაც ნაწილს რომ ვაწყობდი. ეს ინტერესი ჩემმა ოჯახმა შეამჩნია, მითხრეს, იმ სიმღერას თუ ბოლომდე მიიყვან, ნამდვილ ციფრულ ფორტეპიანოს გიყიდით და წაგიყვანთ მუსიკის პედაგოგთანო. მე ჩემი სიტყვა შევასრულე, მათ კი - თავისი. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. შევედი მარნეულის კულტურის ცენტრში ამირან ნასყიდაშვილთან, მუსიკის ჩემს პირველ პედაგოგთან. 2009 წელს სწორედ მისი დამსახურებით გამოვედი სცენაზე შევასრულე სიმღერა, ხოლო შემდეგ 2013 წელს პირველად გავედი ბათუმში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, სადაც უმაღლესი პრიზი - გრან-პრი ავიღე. საქართველოდან ჟიურშიანრი ჯოხაძე იყო. განაგრძეთ კითხვა