2025 წლის აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება, რაც გავლენას თითოეულ ადამიანზე მოახდენს. ასტროლოგები მაისს გამოცდის თვეს უწოდებენ და კონკრეტულ რეკომენდაციებსაც გვიზიარებენ:
2025 წლის მაისი უბრალოდ კიდევ ერთი თვე არ არის. დაბნეულობისა და სტრესის ქაოსში ახალი ცნობიერება იმალება. ეს თვე გაიძულებთ, საკუთარი თავი უფრო უკეთ შეისწავლოთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, თითქოს, უცნაურ, დამაბნეველ მელოდიას უკრავს და მასთან ადაპტაციის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ დისონანსს ზრდის. მაგრამ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, სწორედ ამ პერიოდში ბევრი ადამიანი საკუთარი ღირებულებებს გადააფასებს და სამყაროს განსხვავებული თვალით შეხედავს.
2 მაისს მარსი ვერძის ნიშანში შედის, რაც ენერგიის მომატებას გამოიწვევს. ბევრი ადამიანი განსაკუთრებით აგრესიული გახდება და ემოციების შეკავება გაუჭირდება. იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. შესაძლოა, სიტყვების გაკონტროლება გაგვიჭირდეს. აღქმა გართულებულია და შესაძლოა, უწყინარმა წინადადებებმაც კი კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელსაც მოგვიანებით ძალიან ვინანებთ. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ფრთხილად ვიყოთ.
გარდა ამისა, მომატებული ემოციური ფონის გამო, ყველა წყენამ და ბრაზმა, რომელთა შესახებაც არაფერი ვთქვით, შესაძლოა, ერთად იჩინოს თავი და ეს აგრესია ჩვენთვისაც და ახლობლებისთვისაც ემოციურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
20 მაისს მზე ტყუპებში შევა და სატურნთან დაძაბულ ასპექტს შექმნის. ეს არის დრო, როდესაც თითოეული ადამიანი თვითანალიზს დაიწყებს, ეჭვი შეეპარება გადაწყვეტილებების სისწორეში, აღარ მოეწონება ის, რასაც აკეთებს. ნუ იჩქარებთ. თვითკრიტიკა, დაშვებული შეცდომების ანალიზი მნიშვნელოვანია, მაგრამ მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, ისიც კი, რასაც კარგად აკეთებთ, უარყოფითად აღიქვათ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი სწავლის, შეცდომების გაანალიზებისა და მნიშვნელოვანი გაკვეთილების მიღების თვეა. ბევრი დაძაბული, ემოციურად რთული დღე საბოლოოდ საკუთარ თავთან მიგიყვანთ და კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანებისა და საქმეებისადმი დამოკიდებულებაზე და ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.
თვის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრჯერ იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით, მაგრამ მთავარია, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ნუ გადაწყვეტთ დახურული კარების დამსხვრევას, არაფერი დაუმტკიცო მათ, ვისაც თქვენი მოსმენა არ სურთ. ხშირად განიტვირთეთ, დაისვენეთ და შეეცადეთ, საყვარელი საქმით დაკავდეთ.
მაისი გამოცდაა, რომელიც არა განადგურების, არამედ ზრდისა და განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ამ პერიოდს გავივლით, ბევრი ადამიანი ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებას გადაწყვეტს.