როგორც ცნობილია, ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს - სოფო ქურდიანს ცოტა ხნის წინ დაშორდა. მალევე გამოჩნდა ახალ რჩეულთან ერთად, რომელიც ნუცა ადამიაა. ნუცა წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.
ბექას სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს, ნუცას კი ერთი ქალიშვილი ჰყავს ნიკა ალასანიასთან ქორწინებიდან.
დღეს ბიზმესმენის დაბადების დღეა. ნუცა ადამიამ საჯაროდ მიულოცა რჩეულს დაბადების დღე და სიყვარულიც აუხსნა.