მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა - ეს დისციპლინები STEM განათლების ნაწილია, რომელიც მომავლის პროფესიების დასაუფლებლად სულ უფრო აუცილებელი ხდება. სწორედ ამიტომ უკვე წლებია, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შეიქმნა STEM სკოლა, რომელიც მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღონ ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკის, ტექნოლოგიის სფეროში.
სკოლაში სწავლისთვის მოსწავლეებმა „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია უნდა მოიპოვონ.პროგრამა მათ საშუალებას მისცემთ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ და ახალი უნარები შეიძინონ.
14 წლის გაბრიელ კოჩაძე ქუთაისიდან ერთ-ერთია „საქართველოს ბანკის“ იმ სტიპენდიატებს შორის, რომლებსაც STEM სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
გაბრიელისთვის მოტივაცია გახდა უფროსი ძმა, რომელიც ასევე პროექტის მონაწილე იყო. როგორც თავად გვიამბობს, რომ STEM გაკვეთილების დროს თავისი ძმის მიერ აწყობილმა მანქანებმა და სხვა მოწყობილობებმა დააინტერესა, შემდეგ კი გადაწყვიტა, თავადაც ეცადა ბედი და მიზანსაც მიაღწია. მას პატარაობიდანვე აინტერესებდა ტექნიკური საგნები, ინჟინერიის სიღრმისეულად შესწავლა კი უკვე პროექტმა გადააწყვეტინა.
„STEM სკოლის მიმართ დიდი მოლოდინი მქონდა და გაამართლა კიდეც. გავიგე, თუ როგორ უნდა ამეწყო მაგალითად მანქანა და დამეპროგრამებინა ის, ასევე უფრო კარგად შევისწავლე კოდების წერა და სხვადასხვა საინტერესო რამ. ახლა ეს პროცესები კიდევ უფრო კარგად მინდა ვისწავლო. სკოლა დამეხმარა ახალი უნარების გამომუშავებაში - ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა შევაერთოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთმანეთთან, როგორ უნდა შევქმნათ კონსტრუქციები, სენსორი და ასე შემდეგ“, - გვიამბობს გაბრიელი.
მისი თქმით, კიდევ უფრო დაინტერესდა ფიზიკა-მათემატიკითა და პროგრამირებით და ფიქრობს, მომავალში სწორედ აღნიშნული მიმართულები გააგრძელოს სწავლა. თანატოლებს ურჩევს, რომ არ გაუშვან ხელიდან შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ STEM სკოლის პროგრამაში და შეიძინონ ისეთი საინტერესო გამოცდილება, რაც სკოლის პირობებში არ არის ხელმისაწვდომი:
„ძალიან კარგი პროექტია და ამისთვის კარგად უნდა ისწავლონ ფიზიკა და მათემატიკა.STEM სკოლა ბავშვებს დაეხმარება, შეისწავლონ პროგრამირება, რაც სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ“, - აღნიშნავს გაბრიელ კოჩაძე.
გაბრიელის დედა, ეკა ჯანელიძე განგვიმარტავს, რომ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რათა კიდევ უფრო დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით, შეისწავლონ ტექნოლოგიები და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ ამ მიმართულებით:
„ყველა ბავშვს მოსწონს, როცა რაღაც ახალს ქმნის, განსაკუთრებით რაღაც ისეთს, რაც სხვას გამოადგება. თავიანთი ხელით აწყობენ კონსტრუქციებს, რითაც ერთი მხრივ, ხალისობენ და მეორე მხრივ, პრაქტიკაში უფრო მარტივად სწავლობენ ისეთ რთულ მიმართულებებს, როგორიც არის მაგალითად ელექტროინჟინერია. პროექტი ბავშვებსეხმარება, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, გაიფართოონ ცოდნის არეალი და უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება, მომავალში სად ხედავენ საკუთარ თავებს. STEM სკოლა იძლევა ძალიან კარგ განათლებას, ჰყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები და დიდი მადლობა ამისთვის კომაროვის სკოლას. “, - აღნიშნა გაბრიელის დედამ, ეკა ჯანელიძემ.
ეკა ჯანელიძე თავად პედაგოგია და როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეებს ხშირად ესაუბრება პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობასა და იმ მიმართულებებზე, რაც შეიძლება სამომავლოდ უფრო მოთხოვნადი გახდეს. როგორც თავად აღნიშნავს ამას საკუთარი ოჯახის მაგალითიდან გამომდინარე აკეთებს. მისთვის მნიშვნელოვანია ორივე შვილის ჩართულობა STEM სკოლის პროექტში და ამისთვის მადლობას უხდის მის ავტორებს. როგორც აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო გაბრიელის ქალაქში გამოკრულ ბანერზე დანახვა და მიაჩნია, რომ ეს მოტივაციაა სხვა ბავშვებისთვის:
„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ბანერის დანახვა, მითუმეტეს ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზეა გამოკრული და ხშირად ვხედავ ხოლმე. ბანერი ნახეს გაბრიელის კლასელებმაც და დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება თავადაც გახდნენ პროექტის მონაწილეები. მადლობას ვუხდი „საქართველოს ბანკს“ იმისათვის, რომ ჩემს ორივე შვილს მისცა STEM სკოლაში სწავლის შესაძლებლობა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სხვა ფინანსური ორგანოებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს და მეტ ოჯახს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი სახის კურსები და განათლება მიიღოს. მე, როგორც დედა ამ ჩემი შვილების პროექტში მონაწილეობით ძალიან ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა მან.
„საქართველოს ბანკი“ კვლავ აგრძელებს პროექტს კომაროვის სკოლასთან ერთად. ახალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია სულ მალე გამოცხადდება. არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, შემდეგი სტიპენდიატი გახდე შენ!
R