მას მერე, რაც მისი დეკოლტე მსოფლიო განხილვის საგნად იქცა, სიუზან სარანდონის ქალიშვილმა მკერდი დაიპატარავა - "უკვე აუტანელი იყო...." - მშობლები

მას მერე, რაც მისი დეკოლტე მსოფლიო განხილვის საგნად იქცა, სიუზან სარანდონის ქალიშვილმა მკერდი დაიპატარავა - "უკვე აუტანელი იყო...."

2025-05-01 11:14:54+04:00

შარშან სიუზან სარანდონის ქალიშვილის ევა ამურის ქორწილის ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში. თავად მოვლენაზე მეტად, საზოგადოება მის დეკოლტეს განიხილავდა.

40 წლის მსახიობისა და ბლოგერის, სამი შვილის დედის ევა ამურის რჩეული და მისი მეორე ქმარი შეფმზარეული იან ჰოკია. ევამ საქორწილო ცერემონიის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, თუმცა მისმა დეკოლტემ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამ შედეგს ნამდვილად არ ელოდა.

ea417a62-bfa2-4d16-a238-3dc28dab83a1-1720013676-1746084739.png

download-1-1746084685.jpg

პატარძალს Kim Kassas-ის კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი. თავად აღნიშნა, რომ სურდა, თავი სექსუალურად და ელეგანტურად ეგრძნო. "როგორც წესი, წვეულებას ელოდებიან ხოლმე, რომ ნესვები ლანგარზე შემოდონ", "მე მგონი, კაბის ჩაცმა დაგავიწყდათ", "ვიცით, რომ მკერდი გაქვთ. არ არის აუცილებელი, ლანგრით მოგვართვათ", - წერდნენ კომენტარებში ევას გამომწერები.

კრიტიკის პასუხად ამურიმ თავისი დეკოლტეს სქრინშოტი გააკეთა მსხვილი ხედით და ჰეიტერებს უპასუხა, რომ შეუძლიათ იგივე გააკეთონ: "ყველას, ვინც ჩხუბობს იმის გამო, რომ მკერდს არ "მოვუარე", ნუ შეგრცხვებათ სამახსოვროდ სქრინშოტების გაკეთების".

download-2-1746084685.jpg

როგორც ჩანს, ამ ამბავმა ევაზე ძალიან იმოქმედა და როგორც ამბობს, ისედაც უშლიდა ხელს დიდი მკერდი, თუმცა ამჯერად საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება.

original-3-1746084685.webp

ევამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და ამცნო საზოგადოებას, რომ მკერდი დაიპატარავა. ოპერაციის შემდეგ 40 წლის მსახიობი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა მისი ცხოვრება. "ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. დიდხანს განვიცდიდი ფიზიკურ დისკომფორტს და კომპლექსებს, რაც შვილების გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გამიძლიერდა. მკერდი მტკიოდა, გამუდმებულ ტვირთს ვგრძნობდი და რაც მთავარია, მათ ვერ მოიხსნი და ვერ დაისვენებ. ხანდახან დიდი მკერდი მაგარია, მაგრამ ხანდახან - სულაც არა!"

original-2-1746084685.webporiginal-1-1746084685.webp

სხვათა შორის, დეკოლტეების თემა სიუზანისთვისაც არ არის უცხო. სხვადასხვა ცერემონიაზე მის დეკოლტეს არაერთხელ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება მედიაში.

1495120280-1720013675-1746085125.jpg

download-3-1746085125.jpg