ესპანური პოლიცია "საშინელებათა სახლის" შესახებ მძიმე დეტალებს აქვეყნებს.
ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს წარმოუდგენელი მომენტი - ბავშვებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში, პირველად იხილეს მზის სინათლე. ისინი წარმოშობით ამერიკელ დედას და გერმანელ მამას 2021 წლიდან, „COVID იზოლაციის“ გამო, სახლში ჰყავდათ გამომწყვდეული.
როდესაც მოზარდები მზეზე, ეზოში გაიყვანეს, მათ მძიმედ დაიწყეს სუნთქვა და ბალახის მოსაფერებლად, გაზონზე გაიქცნენ.
„ჩვენ სამი ბავშვი გავაცოცხლეთ“, - განაცხადა მთავარმა ინსპექტორმა ფრანსისკო ხავიერ ლოზანომ რეიდის შემდეგ.
DW-ს ცნობით, მანამდე პოლიციამ უგულებელყო მეზობლის შეტყობინება, რომელიც წუხდა, რომ წლებია ბავშვები არ უნახავს და ისინი სკოლაშიც კი არ დადიოდნენ. განაგრძეთ კითხვა