"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე -ხალიდ სულეიმანიიმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება" - ამბობს სალომე შუბითიძე, რომელიც სუდანელ მამაკაცზეა გათხოვილი... სალომე თავის საინტერესო ცხოვრებაზე, სუდანზე, რადიკალურად განსხვავებულ ტრადიციებზე გვიამბობს...
- სალომე, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ხართ, ვინც სუდანელ მამაკაცზეა დაქორწინებული
- დიახ, გულწრფელად გითხრათ, მეც არ გამიგია სუდანელზე დაქორწინებული სხვა ქართველის შესახებ...
- გვიამბეთ თქვენზე, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საზღვარგარეთ წასვლამდე...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისის გარეუბანში. ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან რამით გამორჩეული ცხოვრება მქონდა, პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი (ვარ) და შესაბამისად ბავშვობის პირველი წლები ნებივრობაში გავატარე.6 წლის ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა, მერე ცოტა აირია ცხოვრება და გაგვიჭირდა , მაგრამ მაშინ ალბათ ყველა ასე იყო. ძალიან კარგი ეზო(უბანი) გვქონდა, უამრავი ჩემი თანატოლით და ეს საუკეთესო ნაწილია ჩემი ბავშვობიდან. ერთად უამრავი ტკბილი მოგონება დავაგროვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე საცხოვრებელი შევიცვალე, შესაბამისად ჩემი ბავშვობაც, ნაწილობრივ მგონია, რომ იქ დამთავრდა. სკოლა 17 წლის ასაკში დავამთავრე ექსტერნად, 28 გამოცდა გვქონდა ჯამში ჩასაბარებელი.იმ პერიოდში დედა იყო ის ადამიანი, ვისაც სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ჩემზე და ჩემს დაზე. სკოლა დავამთავრე, მაგრამ სწავლა ვერ გავაგრძელე და სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა უბნის მაღაზიაში, კონსულტანტი ვიყავი.
ხელფასი 15 ლარი რომ ამეღო, 2 დღე უნდა მემუშავა, რადგან დღეში 7 ლარი იყო. მერე ლილო მოლში დავიწყე ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობა. ეს ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ყინვაში მიწევდა ფაქტობრივად ქუჩაში დგომა, თუმცა ამასაც გავუძელი. მერე იყო "ნიკორას" სუპერმარკეტი, სადაც წელიწად ნახევარი ვიმუშავე და ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო მეგობარი შევიძინე. 2016 წლის ზაფხულამდე ვიმუშავე იქ და შემდეგ უკვე ძალიან სპონტანურად ჩინეთში წამოვედი. ამაზე ბლოგიც მაქვს დაწერილი... ჩინეთში ვმუშაობდი ბარშიც და ქართულ რესტორანშიც. ქართულ რესტორანში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში თითქოს და საქართველოს წარვადგენდი...
- პირადი ცხოვრება როგორ აგეწყოთ?
- ჩემი მეუღლე 2016 წელს გავიცანი, მას შემდეგ ერთად ვართ, 2019 წელს ვიქორწინეთ. ახლა ორი შვილი გვყავს და მე მათზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული დღის მანძილზე. მეუღლე მუშაობს ჩვენივე კომპანიაში, რომელიც ქალაქ ივუში 2018 წელს დავარეგისტრირეთ. ექსპორტის მიმართულებით მუშაობს... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე იმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება. სუდანში ჩასვლისას კი, იმდენად აფორიაქებული ვიყავი ქორწილის სამზადისით, დეტალებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. განაგრძეთ კითხვა