"მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი..." - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს - მშობლები

"მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი..." - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს

2025-05-04 11:19:05+04:00

რობერტ დე ნირომ საჯაროდ გამოხატა სიყვარული და მხარდაჭერა შვილის მიმართ, რომელმაც ამ დღეებში გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

"მე ის მიყვარდა და მხარს ვუჭერდი, როგორც ვაჟ აარონს, ახლა კი მიყვარს და მხარს ვუჭერ, როგორც ქალიშვილ აირინს. არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი... მე ჩემი ყველა შვილი მიყვარს".

29 წლის აირინმა, რომელიც მსახიობს ყოფილი მეუღლის ტუკი სმიტისგან ჰყავს, რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერია. აირინი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მომავალი კონსულტანტია, აღნიშნა, რომ დიდი ხანი ვერ ბედავდა ამ თემაზე საუბარს, თუმცა სხვა ტრანსგენდერი ქალების ამბებმა შთააგონა. "როცა უყურებ, როგორ ღიად საუბრობენ ტრანს-ქალები თავიანთ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში, და აღწევენ წარმატებას, ეს შთამაგონებელია. ვიფიქრე, რომ ჩემთვისაც არაა გვიან".

4cc592fd860bb1cc97a5048b4d5eeb24-1746345091.jpg

poate-ca-nu-e-prea-tarziu-pentru-mine-fiul-lui-robert-de-niro-anunta-ca-a-devenit-femeie-transgender-78509-1746345091.jpg

image-1746345091.webp

აირინმა ჰორმონალური თერაპია 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. სკოლის წლებში ამბობდა, რომ გეი იყო და ოჯახი მაშინაც გვერდში დაუდგა, თუმცა ამბობს, რომ მაინც მარტოდ გრძნობდა თავს. ახლა გეგმავს, რომ დედასავით სამოდელო სფეროში ცდის ძალებს ან მსახიობიც კი შეიძლება გახდეს. "მინდა შთაგონებად ვიქცე, როგორც შავკანიანი, არასტანდარტული ზომის ქვიარ ქალი. მინდა მეტი ტრანს-ქალი, შავი ქალი ვიხილო ეკრანზე, რომლებიც არ არიან გამხდრები და "იდეალურები".

1746087576-mixnews-b818465ff80d4b380a091dc549bf5021-1746345091.webp

81 წლის რობერტ დე ნიროს შვიდი შვილი ჰყავს ოთხი ქალისგან. ყველაზე უმცროსი - ჯიაა, რომელიც სულ ახლახან გაჩნდა.

რობერტ დე ნირომ 81-ე დაბადების დღე 1 წლის და 56 წლის ქალიშვილებთან ერთად იახტაზე აღნიშნა
მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება... - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა