გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან სახცოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ თვითმხილველები ჰყვებიან.
თვითმხილველთა თქმით, ჩამოიშალა ის სართული, რომლის ქვეშაც ავერსის აფთიაქი იყო განლაგებული. აფთიაქის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ რემონტის დროს რამდენჯერმე მიმართეს პრეტენზიით სამუშაოების შემსრულებლებს.
შენობა, რომლის ნაწილიც ჩამონგრეულია, ავარიულია და რამდენიმე სადარბაზოსგან შედგება. ერთ-ერთ ფლიგელში საქალაქო ბიბლიოთეკაცაა განთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.