ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა - ბავ­შვს ეძი­ნა და მის სა­ნა­ხა­ვად მი­სულ აღ­მზრდელს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა - მშობლები

ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა - ბავ­შვს ეძი­ნა და მის სა­ნა­ხა­ვად მი­სულ აღ­მზრდელს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა

2025-05-05 19:55:29+04:00

ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, როგორც "სამხრეთის კარიბჭე" წერს, ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი